ლიდერობა ეგოს მიღმა | ლეო ინსტიტუტი
სტუდიო ლიბერთი ‘Studio Meets’-ის ფარგლებში გიწვევთ პირველ დახურულ შეხვედრაზე, რომელზეც თანამედროვე ლიდერობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - ეგოს მართვის ხელოვნებაზე ვისაუბრებთ.
შეხვედრის მთავარი სპიკერები ლეო ინსტიტუტის დამფუძნებლები, ანა და სამი კოენები იქნებიან. ისინი ისაუბრებენ, თუ რა არის ეგო, როგორ ყალიბდება და როგორ შეიძლება გახდეს ერთდროულად წარმატების წყაროც და განვითარების მთავარი ბარიერიც. განიხილავენ შესაძლებლობებს, რომლებიც ჩნდება მაშინ, როცა ვსწავლობთ ეგოს ცნობიერად აღქმას, დაკვირვებასა და ტრანსფორმაციას.
შეხვედრა ჩატარდება ვორქშოფის ფორმატში, ინგლისურ ენაზე, ქართული თანმიმდევრული თარგმანით.
ღონისძიება გაიმართება სტუდიო ლიბერთის სივრცეში და განკუთვნილია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
თუ ჯერ არ ხარ სტუდიო ლიბერთის წევრი, გაიაქტიურე ნაკრები ბმულზე: www.studioliberty.ge/packages
ლეო ინსტიტუტის შესახებ
ლეო ინსტიტუტი 1982 წლიდან დღემდე სამ კონტინენტზე, 10-ზე მეტ ქვეყანაში (აშშ, იტალია, შვეიცარია, პორტუგალია, ბრაზილია და სხვ.) ათიათასობით ადამიანს ეხმარება პირადი და პროფესიული ცხოვრების ტრანსფორმაციაში.
ინსტიტუტის მისიაა დაეხმაროს ადამიანებს გახდნენ თავიანთი ცხოვრების როგორც პირად, ასევე პროფესიულ სივრცეში შემოქმედები - თავისუფლები გარემოს, სხვა ადამიანების შეფასებებისა და განსაკუთრებით საკუთარი შემზღუდველი ფიქრების გავლენისგან.
ორგანიზაციულ კონტექსტში ლეო ინსტიტუტი ორი ძირითადი მიმართულების გაძლიერებაზე მუშაობს: თანამშრომელთა მაქსიმალურ ჩართულობასა და ლიდერთა ტრანსფორმაციაზე გუნდური მუშაობის კულტურის გასავითარებლად.